ჯანდაცვა
ახალგაზრდებო, უძლეველები არც თქვენ ხართ - ჯანმოს ხელმძღვანელი
ახალგაზრდებისთვის მესიჯი მაქვს: უძლეველები არც თვენ ხართ, ამ ვირუსმა, შესაძლოა, კვირების მანძილზე საავადმყოფოში დაგაყოვნოთ, ან მოგკლათ კიდეც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ახალგაზრდები ვირუსის მიმართ იმუნურები არ არიან და მათ სოციალიზაციისა და კომუნიკაციისგან თავი უნდა შეიკავონ.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ავად არ გახდებით, თქვენგან გაკეთებული არჩევანი იმასთან დაკავშირებით, თუ სად დადიხართ, სხვისთვის, შესაძლოა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად იქცეს,“ - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსით მსოფლიოში 270 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 11 000-ს აჭარბებს.
| Print |