ჯანდაცვა
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 48-მდე გაიზარდა

 

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა. განახლებული ინფორმაციით, ქვეყანაში ინფექცია covid-19 მატარებელი 48 პირია. მათ შორის ერთი გამოჯანმრთელებულია. 

კარანტინის რეჟიმში 1 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პირი. 

შეგახსენებთ, დღეს დილით კორონავირუსი სამ მოქალაქეს დაუდასტურდა.

 

| Print |