ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 49 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 49-ე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. მისი თქმით, ბოლო დაავადებულის ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ 49-ე შემთხვევა არის აჭარაში. ანუ ახლა აჭარაში სამი დადასტურებული შემთხვევაა. არსებული პაციენტების მდგომარეობა შეცვლილი არ არის. ყველას მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით ამ 49 პაციენტში სამია საყურადღებო, პრობლემური, რომელთანაც შესაძლოა მოხდეს მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ჯერჯერობით თითოეულის მდგომარეობა სტაბილურია
“,-აცხადებს ეზუგბაია.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1 966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის. 49 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.
| Print |