ჯანდაცვა
აბასთუმნის საკარანტინე ზონა სრულად დაიტვირთა

 

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ორკვირიან საკარანტინე პერიოდს ამჟამად 41 მოქალაქე გადის. აქედან რამდენიმე არის ისეთი პირი, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარვია ან პირობების არქონის გამო, თავად გამოთქვა კარანტინში გადაყვანის სურვილი. საიზოლაციო სივრცე, ვადის ამოწურის გამო, დღეს, 22 მარტს ორმა პირმა დატოვა.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოწყობილი საიზოლაციო სივრცე სრულად დაიტვირთა. დაწესებულებაში 39 იზოლირებული პალატაა, იმ შემთხევაში, თუ კარანტინში ოჯახის წევრები არიან, მათ ერთად ათავსებენ. გაწერილი პირების ადგილს კარანტინს დაქვემდებარებული ახალი მოქალაქეები იკავებენ.

 

| Print |