ჯანდაცვა
ვირუსის პიკური პერიოდი იწყება მე-6, მე-8 კვირას, ჩვენ შევდივართ პრე-კრიტიკულ ფაზაში

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პიკური პერიოდი მე-6, მე-7 კვირაში იწყება. მისივე თქმით, ჩვენ ახლა პრე-კრიტიკულ ფაზაში შევდივართ.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საჭიროა მეტად გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიებები, რასაც ქვეყანა ატარებს.

ძირითადი პიკური პერიოდი იწყება ხოლმე, მე-6, მე-7, მე-8 კვირას პირველი შემთხვევის დადასტურებიდან. შესაბამისად, ჩვენთან პირველი შემთხვევიდან, კორონავირუსის დადასტურებიდან 3 კვირა გუშინწინ დამთავრდა. 26 თებერვალს დავადასტურეთ ჩვენ პირველი დადებითი შემთხვევა საქართველოში. ამიტომ, ჩვენ ახლა მე-3 კვირა დავამთავრეთ და ამიტომაც გუშინწინ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მე გავაჟღერე ჩემი მოსაზრება, რომ ჩვენ შევდივართ გარკვეულად პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს“.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება; მათგან გამოჯანრთელებულია - 3 პირი. გამოჯანმრთელებული პაციენტები თვითიზოლაციას გადიან.

 

| Print |