ჯანდაცვა
ახალციხიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზის პასუხები მიიღეს
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული ორი პირის ანალიზის პასუხები ცნობილია. კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა. ჩატარებული კვლევის პასუხი რომ უარყოფითია, ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ფატი ხაბულიანმა დაგვიდასტურა.

ორი პირის ბიოლოგიური მასალა კორონავირუსზე საკვლევად ახალციხიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ, 31 მარტს გააგზავნეს. ერთი პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პნევმონიის დიაგნოზით ასპინძიდან შეიყვანა, მეორე პირს კი გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს და თვითიზოლაციაში ყოფნისას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა.

გუშინ ლუგარში სამცხე-ჯავახეთიდან მესამე პირის ბიოლოგიური მასალაც გააგზავნეს, მისი პასუხიც უარყოფითია.
| Print |