ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა
ახალციხეში, ახალქალაქსა და ადიგენში ევექსის რეფერალურ საავადმყოფოებსა და ბორჯომის ჯეოსპიტალში ცხელების ცენტრები გაიხსნა.

გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ 30 მარტის დადგენილების საფუძველზე მიიღო.

როგორც ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკის მენეჯერი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, ცენტრი პაციენტს ნებისმიერი სახის ცხელებით იღებს, მას უტარდება კვლევები და საჭიროების შემთხვევაში ხდება ანალიზების აღება.

| Print |