ჯანდაცვა
ფარეხასთან ავარიაში დაღუპული და-ძმის დედაც გარდაიცვალა
ქალი, რომლის შვილებიც ფარეხასთან ავარიას ემსხვერპლნენ, თავად კი გადარჩა, გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 9 აპრილს მოხდა. შუა ხნის ქალი რამდენიმე თვე მკურნალობის კურსს გადიოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, მოულოდნელად კი გარდაიცვალა.

„უკვე წამოჯდომა შეეძლო, წამლებს აღარ სვამდა, კარგად იყო. მაგრამ უცებ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გარდაიცვალა. შვილთან იყო გორში, ვარაუდობენ, რომ თრომბია მიზეზი. აბასთუმანში, მშობლიურ სახლში ალბათ ხვალ გადმოასვენებენ“
, - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გასული წლის 28 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენის გზაზე, ფარეხასთან მოხდა. შემთხვევის შედეგად და-ძმა ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი, სხეულის მძიმე დაზიანებებით თბილისში გადაიყვანეს. ქალს გამოსაჯანმრთელებლად რთული სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ უფრო მეტს წაიკითხავთ აქ: 
| Print |