ჯანდაცვა
სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ - პაატა იმნაძე

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს, რომ ქალაქებში მოსახლეობამ მაქსიმალურად დაიცვა რეკომენდაციები, ხოლო სოფლების მოსახლეობამ – არა.

„იმ დღეების განმავლობაში, როცა ჩვენ მოვუწოდებდით მათ, რომ სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ და მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ… სახლში დარჩენა ნიშნავს საკუთარ სახლში დარჩენას. ამის სამწუხარო შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით ძირითადად, ბოლნისის რაიონში, თეთრიწყაროში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, თეთრიწყაროში მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევა, თუ რა პირობებში მოხდა სამედიცინო პერსონალის დასნებოვნება.

„სამწუხაროდ არის შემთხვევები, ჩვენი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი. იქ მიმდინარეობს გაღმავებული კვლევა რა პირობებში მოხდა მათი დასნებოვნება, პროფესიულ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში“, – განაცხადა იმნაძემ.

დღეს კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში 485 კოვიდინფიცირებულია.

 

| Print |