ჯანდაცვა
ადიგენელ მამაკაცს ყირიმ-კონგოს დიაგნოზი დაუსვეს

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებაზე მკურნლობენ. შუა ხნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა ოჯახის ახლობლების თქმით, მედიკოსებს მანამდე ეჭვი კორონავირუსზე ჰქონდათ.

„მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ეკონათ კორონავირუსი ჰქონდა და ახალციხეში გადაიყვანეს, რომ არ დაუდასტურდა, სახლში გაწერეს. უფრო ცუდად რომ გახდა, თბილისში წაიყვანა კატასტროფამ. მამაკაცი 50 წელზე მეტისაა“
, - გვითხრეს ახლობლებმა.

ყირიმ-კონგოზე ეჭვი მედიკოსებმა ახალციხეშივე მიიტანეს. ექიმების ვარაუდი ლუგარის ლაბორატორიის დასკვნამ დაადასტურა. 

რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება -
წაიკითხეთ აქ
| Print |
თეგები: ყირიმ-კონგო /