ჯანდაცვა
ადიგენელი მამაკაცი, რომელიც ყირიმ-კონგოზე მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა

 

შუა ხნის მამაკაცი, რომელიც ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზით თბილისში მკუნალობდა, გამოჯანმრთელდა. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. ახლობლების თქმით, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, 50 წლის მამაკაცს საქონლის ტკიპამ ერთი თვის წინ უკბინა, რის შემდეგაც მძიმე ვირუსული ინფექციით დაინფიცირდა. ის ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის თბილისში კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა.

 

| Print |