ჯანდაცვა
ახალციხის ცხელების ცენტრში, ლუგარის ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხს ელიან
ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებული 10 პაციენტიდან, ოთხი მათგანის ბიოლოგიური მასალა კორონავირუსზე გამოსაკვლევად არის გაგზავნილი. ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის შედეგი ხვალ, 26 მაისს გახდება ცნობილი.
ცხელების ცენტრის დირექტორის გიორგი ბარძიმაძის თქმით, პაციენტების ნაწილი მათთან საკარანტინე ზონებიდან გადაიყვანეს, ნაწილი კი ადგილობრივია, რომლებიც კლინიკაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს.
გააზიარეთ :