ჯანდაცვა
კარანტინიდან კორონავირუსით ინფიცირებული ნინოწმინდელი მამაკაცი გამოუშვეს

 

ნინოწმინდის სოფელ ყაურმის მკვიდრი კარანტინიდან ისე გამოუშვეს, რომ კორონავირუსზე სრულყოფილად არ შეამოწმეს. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს ვირუსის ნიშნები არ აღენიშნებოდა, სახლში მისვლიდან ორ დღეში გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას უთხრეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია.

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ტიგრან ეგოიანის თქმით, სოფელ ყაურმაში დაახლოებით 271 კაცი ცხოვრობს და კარანტინიდან ჩამოსულ მამაკაცს, ორ დღეში კონტაქტი სავარაუდოდ, ყველასთან ჰქონდა. სოფელი ჯერჯერობით იზოლაციაში არ არის მოქცეული. ტიგრან ეგოიანის განმარტებით, ისინი ინფიცირებულის ხელახალი კვლევის პასუხს ელოდებიან. 

რატომ გამოუშვეს კარანტინის ზონიდან სახლში კოვიდინფიცირებული - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში არ საუბრობენ. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ კვლევა მიმდინარეობს და მეტ კომენტარს არ გააკეთებენ.


ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ტიგრან ეგოიანის თქმით,

,,ჯერ ტესტის პასუხები არ გვაქვს, ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია, თავს კარგად გრძნობს, არც ტემპერატურა აქვს და არც არაფერი. სოფელშიც იციან, რომ კაცი წაიყვანეს, რათა დიაგნოზი დაუსვან. ყველაფერი დამოკიდებულია ტესტის პასუხზე, მერე თბილისი გაგვაკონტროლებს - გვეტყვის სად, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ და ჩვენც გავაკეთებთ. გუშინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ უნდა ნახოთ ეს ადამიანი და გამოგვიგზავნოთ კვლევისთვის, რაც გავაკეთეთ. ალბათ უფრო გაუგებრობა იყო, ვიდრე შეცდომა, მე ასე ვფიქრობ".


| Print |