ჯანდაცვა
ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა მუშაობა ორთვიანი პაუზის შემდეგ განაახლეს
კორონავირუსის პანდემიამ კოსმეტოლოგებიც დააპაუზა. ორთვიანი შეჩერების შემდეგ, სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა მუშაობა განაახლეს.

კლინიკებში ამბობენ, რომ თანამშრომლებს ხელფასს მაინც ურიცხავდნენ, მაგრამ განსხვავებული სიტუაცია იყო კერძო კოსმეტოლოგებთან, რომელთა შემოსავალი მომხმარებლის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ახალციხეში მოქმედი ესთეტიკური ცენტრებისგან განსხვავებით, კლინიკა „მედი“ პანდემიის პერიოდში გადაუდებელ სერვისებზე მუშაობდა. მტავარი ექიმის თქმით, პანდემიის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო საერთაშორისო კონფერენიები და კონგრესები, რომელში მონაწილეობაც მათ თანამშრომლებს უნდა მიეღოთ. მიუხედავად იმისა, რომ კოსმეტოლოგებს უსაფრთხოების წესების დაცვა ძვირი უჯდებათ, ამბობენ, რომ მომსახურების ფასები არ გაუზრდიათ.

| Print |