ჯანდაცვა
"კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია" - ამირან გამყრელიძე
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
შეგახსნებეთ, რომ საქართველოში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა სამით გაიზარდა და ამჟამად 951 ადამიანია კოვიდინფიცირებული.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ინფორმაციას „ინტერპრენიუსი“ ავრცელებს.

| Print |