ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

 

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ხუთივე პაციენტი საკარანტინო სივრცეში იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 857-ს შეადგენს.

ინფორმაციას „ინტერპრენიუსი“ ავრცელებს.

 

| Print |