ჯანდაცვა
კომაშია, მართვით სუნთქვაზე - ბექა გოგრიჭიანის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ

 

ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის მთავარი სპეციალისტი, რომელიც გუშინ ცეცხლსასროლი იარათით მიყენებული ჭერილობით თბილისში, კლინიკა "ჯერარსში" გადაიყვანეს, კომატოზურ მდგომარეობაში რჩება. ბექა გოგრიჭიანს თავის არეში შემავალი და გამავალი ჭრილობები აქვს, რომელსაც ექიმები მძიმე დაზიანებად აფასებენ. 

"უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, კომაშია, მართვით სუნთქვაზე. რაიმე პერსპექტივაზე და პროგნოზზე საუბარი გამორიცხულია. გუშინ ოპერაცია არ ჩატარებულა, შემავალი და გამავალი ჭრილობები დამუშავდა. სამწუხაროდ, თავის ტვინის იმდენად მძიმე დაზიანებაა, რომ არ ჩაითვალა საჭიროდ", - გვითხრა კლინიკა "ჯერარსის" სამედიცინო დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავის არეში დაჭრილი ბექა გოგრიჭიანი საკუთარი სახლის ეზოში, ცოლმა 22 ივლისს ნახა. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში გადაიყვანეს. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
| Print |