ჯანდაცვა
საქართველოში არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს
სარფში არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.

მათივე ცნობთ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის კ.ლ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მედიკამენტები (5,8 კგ.) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,700 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კანონდარღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4700 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ინფორმაციას bpn ავრცელებს.

| Print |