ჯანდაცვა
"კვლავ კომაში და მართვით სუნთქვაზეა" - ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა გოგრიჭიანის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

კლინიკა „ჯერარსის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომ 22 ივლისიდან დღემდე მისი მდგომარეობა მძიმეა და ცვლილება უკეთესობისაკენ არ აღენიშნება.

„ბექა გოგრიჭიანი ამჟამად ღრმა კომაშია და მართვით სუნქთვაზე იმყოფება. მას სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნურ ჩანაცვლება უგრძელდება. ცვლილება არ აღენიშნება, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მის გადასარჩენად“ - ამბობს კლინიკა „ჯერარსის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე მუმლაძე.

შეგახსენებთ, რომ თავის არეში დაჭრილი ბექა გოგრიჭიანი საკუთარი სახლის ეზოში, ცოლმა 22 ივლისს ნახა. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში გადაიყვანეს.
უფრო დეტალურად ჩვენს გვერდზე იხილეთ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
| Print |