ჯანდაცვა
ნაწლავური ინფექციით ახალციხიდან იაშვილის კლინიკაში ბავშვი შეიყვანეს
თბილისში, იაშვილის კლინიკაში ათი მოზარდი მკურნალობს. გართულებული ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებაში ცხრა ბათუმიდან, ერთი კი ახალციხიდან არის შეყვანილი. ნაწლავურმა ინფექციამ უმეტეს შემთხვევაში თირკმლის გაჩერება გამოიწვია. ამის გამო, მოზარდების მდგომარეობა დამძიმდა და მათ დიალიზის დასჭირდათ.

კლინიკაში გვითხრეს, რომ ახალციხელი მოზარდი ურონეფროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„აგვისტოს დასაწყისში შემოიყვანეს, დადებითი დინამიკა აქვს. ორი ჰემოდიალიზი გაკეთდა და დღეს უკვე აღარ აპირებენ გაკეთებას, რადგან უკეთესი მდგომარეობა აქვს“, - გვითხრეს კლინიკის პრესსამსახურში.
| Print |