ჯანდაცვა
"დღესაც გვაქვს 3-4 შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით, ეს არც არის გასაკვირი" -პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 3-4-ის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის.

როგორც იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ფაქტი გასაკვირი არაა.

„პირველწყარო რომ არ ვიცით, ასეთი სულ არის, მუდმივად არის, მარტიდან მოყოლებული. დღესაც გვაქვს 3-4 შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით. ეს არც არის გასაკვირი“,- განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1321- მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 3- ით გაიზარდა და 1088 -ს შეადგენს. ინფორმაციას ინტერპრენიუსი ავრცელებს. 


| Print |