ჯანდაცვა
როგორია რვა წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მოტოციკლი დაეჯახა
რვა წლის ბავშვი, რომელსაც ახალციხეში მოტოციკლი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე რჩება. მკურნალი ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია სჭირდება, თუმცა ქირურგიული ჩარევისთვის აუცილებელია, ჯერ მდგომარეობა უნდა დასტაბილურდეს.

„დღეის მონაცემებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, ისევ კრიტიკულად მძიმე რჩება. მდგომარეობისა დასტაბილურებას ველოდებით და შემდეგ ჩაინიშნება ოპერაცია, ნეიროქირურგიული ჩარევა სჭირდება“, - გვითხრეს იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსნებთ, რომ რვა წლის ბავშვს ახალციხეში მოტოციკლი ექვს სექტემბერს დაეჯახა. დაშავებული ჯერ რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თავისა და ქვედა კიდურების დაზიანებებით, კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.

შსს-მ მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |
თეგები: ავარია /