ჯანდაცვა
დაცულია თუ არა რეკომედაციები ახალციხის კლინიკებში?
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, თითოეულმა მოქალაქე ვალდებულია ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციები. შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს როგორც მოსახლეობამ, ასევე სამედიცინო დაწესებულებებმაც.

ახალციხის კლინიკებში ირწმუნებიან, რომ გაცემულრეკომენდაციებს მაქსიმალურად იცავენ. სისტემატიურად ხდება შესული მოქალაქის შემოწმება ტემპერატურაზე, რის შემდეგაც ისინი ვალდებულნი არიან ადმინისტრაციის მითითებებს დაემორჩილონ.როგორც სამედიცინო დაწესებულებებში ამბობენ, არიან ადამიანები, რომლებიც წესების დაცვაზე უარს ამბობენ, ამიტომ მათ კლინიკებში არ უშვებენ.

საავადმყოფოებში შესულ პაციენტს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საჭირო პროცედურები უტარდება, იმისთვის რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული.


| Print |