ჯანდაცვა
გედევან ფოფხაძე ცხელების ცენტრში მოათავსეს - მას კორონავირუსის სიმპტომები აქვს
ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე კორონავირუსის სიმპტომებით ცხელების ცენტრში მოათავსეს. მან რესპუბლიკურ საავადმყოფოს გუშინ მიმართა.

პარლამენტის წევრმა ჯერ კიდევ არ იცის, აქვს თუ არა ვირუსი, ის ტესტის შედეგს ელოდება და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსის 152 შემთხვევა გამოვლინდა.
| Print |