ჯანდაცვა
რუსთავთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს
ასპინძა-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ რუსთავთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ ქალი კატარსტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა. მას მუცლის ღრუს სასწრაფო ოპერაცია ახალციხის კლინიკა "იმედში" ჩაუტარდა. კლინიკური მენეჯერის მზია კაკოშვილის ინფორმაციით, დაშავებული დედა და შვილები მათთან პოლიტრამვებით შეიყვანეს.

ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ქალის თბილისში გადაყვანა ოჯახის წევრების სურვილით მოხდა. რაც შეეხება ავარიის დროს დაშავებულ ორ მცირეწლოვანს, კატასტროფის ჯგუფმა ისინი იაშვილის კლინიკაში მალევე გადაიყვანა.

შეგახსენებთ რომ დღეს, 25 სექტემბერს სოფელ რუსთავთან მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა მანქანაში მსხდომი სამი პირი - დედა და შვილები. ოჯახის მეოთხე წევრმა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.
| Print |