ჯანდაცვა
როგორია რუსთავთან მომხდარი ავარიისას დაშავებული ბავშვების მდგომარება?
ასპინძა ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ რუსთავთან მომხდარი ავაარიის დროს დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია. იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მეორე მათგანის მდგომარეობა გუშინვე უკეთესი იყო.

"ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ-ერთს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. მას ასევე აქვს ლავიწის ძვლის მოტეხილობა. რამდენიმე დღეში უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია" - აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს სოფელ რუსთავთან მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა მანქანაში მსხდომი სამი პირი - დედა და შვილები. ოჯახის მეოთხე წევრმა მამაკაცმა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ავარიის დროს დაშავებულ ქალი კატარსტროფის ჯგუფმა თბილისში გუშინვე გადაიყვანა. მას მუცლის ღრუს სასწრაფო ოპერაცია ახალციხის კლინიკა "იმედში" ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ ოჯახის წევრების სურვილით ქალის გადაყვანა თბილისში მოხდა.
| Print |