ჯანდაცვა
ხანდაზმულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა ნაკლებად უნდა იმოძრაონ გარეთ - ამირან გამყრელიძე
ხანდაზმულებმა და ადამიანებმა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ნაკლებად უნდა იმოძრაონ გარეთ და ის სლოგანი რაც გაზაფხულზე გვქონდა -„დარჩი სახლში“ ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და ასევე დიდი ქალაქებისთვის, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს კორპუსებში , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მობილობის შემცირებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანებმა ნაკლებად იმოძრაონ ისეთ ადგილებში, სადაც დაინფიცირების მაღალი რისკია.

„როდესაც რესპირაციული ვირუსიების სეზონი მოდის და თანდართვა შეიძლება იყოს სხვადასხვა რესპირაციული ვირუსისა კორონავირუსზე, სასურველია, რომ ეს ადამიანები იყვნენ სახლებში და დგება მთელი პროგრამა ე.წ. მოხალისეების მათი მხარდაჭერისთვის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ ადამიანებმა ნაკლები იმოძრაონ გარეთ, ნაკლებად მივიდნენ შეკრებებზე, სადაც გადადების დიდი რისკი შესაძლებელია იყოს“
, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: https:interpressnews.ge
| Print |