ჯანდაცვა
ნინოწმინდის კლინიკაში კოვიდინფიცირებულებს უმკურნალებენ
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნინოწმინდის კლინიკა კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობაზე გადავიდა.

იმის გამო, რომ საავადმყოფოებში კოვიდინფიცირებულებისთვის ადგილი არ არის, ნინოწმინდის კლინიკა დროებით ინფექციურ კლინიკად გადაკეთდა, სადაც COVID 19-ითა და პნევნომიით დაავადებულ პაციენტებს მიიღებენ. ამის გამო ნინოწმინდაში, დროებით სამშობიარო განყოფილება აღარ ფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს კორონავირუსი ნინოწმინდის კლინიკის სამედიცინო პერსონალშიც დაფიქსირდა. შვიდი ინფიცირებულიდან სამი – ექიმი, ხოლო დანარჩენი 4 კლინიკის დაბალი რგოლის პერსონალია.

nor.ge
| Print |