ჯანდაცვა
საქართველომ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად 4 მლნ დოლარი უკვე გადაიხადა
საქართველომ კორონავირუსის ვაქცინისთვის 4 მლნ დოლარი უკვე გადაიხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სულ ვაქცინის შესაძენად 17 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.

მისივე თქმით, სულ ვაქცინა, რომელიც ორჯერ უნდა გაკეთდეს, 700 000 ადამიანს მოიცავს.

„სხვადასხვა სახელმწიფოებს შეკვეთილი აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით, 8 მილიარდი დოზა. ჩვენ რომელ ვაქცინას მივიღებთ, ეს გადაწყვეტილი იქნება ე.წ. კოვაქს - პლატფორმაზე, რომელიც შექმნილია ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ ორი ათეული წელია. თუ რომელ ვაქცინას შეისყიდის ეს პლატფორმა ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, ჯერ არ ვიცით.

როდესაც რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება რეგულატორების მიერ, საქართველო მიიღებს პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება 700 ათასამდე ადამიანი. პირველ რიგში ესენი იქნებიან რისკ-ჯგუფები“,
- განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შეიძლება რისკ-ჯგუფებში ცვლილებები შევიდეს და მათი რიცხვი გაიზარდოს.

bm.ge
| Print |