ჯანდაცვა
კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევიდან 93 სამცხე-ჯავახეთშია
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში Covid-19-ის 4 472 ახალი შემთხვევა აღირიცხა. მათ შორის სამცხე-ჯავახეთში ვირუსი კიდევ 93 ადამიანს დაუდასტურდა.

დღევანდელი მონაცემები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

თბილისში -1 784 შემთხვევა; აჭარაში-683 ; იმერეთში-662 ; ქვემო ქართლში-292 ; შიდა ქართლში - 192 ; გურიაში - 123 ; სამეგრელო-ზემო სვანეთში-247 ; კახეთში-228 ; მცხეთა-მთიანეთში-127 ; სამცხე-ჯავახეთში-93 ; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 127 942-ს

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
| Print |