ჯანდაცვა
ადიგენის კლინიკა COVID 19–ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო
ადიგენის სამედიცინო დაწესებულება კოვიდკლინიკად გადაკეთდა. კლინიკას ერთდროულად 30 პაციენტის მკურნალობა შეეძლება, ხოლო ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ორი მართვითი სუნთქვის აპარატიც გააჩნიათ.

კოვიდკლინიკად გადაკეთებამდე ადიგენის ჰოსპიტალში მედპერსონალი უკვე გადამზადდა. კლინიკის ხელმძღვანელის, ლალი ბალახაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულბაში15 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სრული დატვირთვით აქამდე მხოლოდ ახალციხეში მდებარე კლინიკა "იმედი" იღებდა. კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ ახალციხისა და ნინოწმინდის რეფერალური ჰოსპიტლებიც, სადაც ჰიბრიდული მეთოდით მუშაობენ.აქ შენობების ნაწილი ინფიცირებულების პალატებს ეთმობა, ნაწილში კი პაციენტებს სხვა საჭიროებებით იღებენ.

მომავალი წლის დასაწყისიდან კოვიდკლინიკად გადაკეთდება ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაც.
| Print |