ჯანდაცვა
სამცხე–ჯავახეთის კოვიდკლინიკებში 17 თავისუფალი ადგილია
სამცხე-ჯავახეთის სამედიცინო დაწესებულებებში, კოვიდპაციენტებისთვის 122 საწოლია მობილიზებული. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხი დეკემბრის მდგომარეობით, აქედან მხოლოდ 17-ია თავისუფალი.

რაც შეეხება ორ კოვიდსასტუმროს - აქ პაციენტებისთვის 95 ნომერია გამოყოფილი, მათგან 47 ადგილი თავისუფალია.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ინფიცირებული პირებისთვის განკუთვნილია 17 საწოლი, კლინიკა „იმედში“- 60, ადიგენში - 30, ნინოწმინდაში - კი 15 საწოლი.
| Print |