ჯანდაცვა
ექიმების გარეშე, მათი ინფიცირებიდან გამომდინარე, არ დავრჩებით – ჯანდაცვის მინისტრი
ექიმების გარეშე, მათი ინფიცირებიდან გამომდინარე, არ დავრჩებით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში არის 6.5%, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი.

„მანამდე გვქონდა 11%-ზე მეტი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომლებიც არის. ჩვენ გადავამზადეთ ოჯახის და სოფლის ექიმების 90% , ასევე ზაფხულის პერიოდში გადავამზადეთ 43 კლინიკის ექიმი. ჩვენ ამ ტრენინგებს ვაგრძელებთ და მათი ჩატარება არც ისე რთულია, რომ მათი წესების აღსრულება ან დაცვა ვერ მოხერხდეს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
| Print |