ჯანდაცვა
რეგიონში, კოვიდპაციენტებისთვის კლინიკებში –3, სასტუმროებში 20 თავისუფალი ადგილია
8 დეკემბრის მდგომარეობით სამცხე-ჯავახეთის სამედიცინო დაწესებულებები მხოლოდ 3 კოვიდპაციენტის მიღებას შეძლებენ. რაც შეეხება კოვიდსასტუმროს, აქ 20 თავისუფალი ადგილია.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდპაციენტებისთვის რეგიონის მასშტაბით, 122 საწოლია მობილიზებული. ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ინფიცირებული პირებისთვის 17 საწოლი განკუთვნილი, კლინიკა „იმედში“- 60, ადიგენში - 30, ნინოწმინდაში - კი 15 საწოლი.

ახალციხის ორ კოვიდმიმღებ სასტუმროში სულ 95 ადგილია მობილიზებული.
| Print |