ჯანდაცვა
სრულიად უსიმპტომო პაციენტებშიც შეიძლება დაიწყოს გართულება - ინფექციონტი
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის დროს, გართულების კუთხით, მნიშვნელობა აქვს ასაკს და თანხმლებ დაავადებას, თუმცა სრულიად მსუბუქი პაციენტების შემთხვევაშიც, დაავადების მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც შესაძლოა, დაიწყოს გართულება.

მისი თქმით, აუცილებელია, კორონავირუსით ინფიცირებული ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც უსიმპტომო, იყოს ყურადღებით.

„ოჯახის წევრებს შორის მათ, ვინც უფრო მაღალი ასაკის არის და თანხმლები დაავადება აქვთ, გართულებები უფრო ხშირად აქვთ, ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ თუნდაც ერთნაირი ჯანმრთელობის და ასაკის მქონე ორ ადამიანში შეიძლება, ერთგან სრულიად მშვიდობიანად წარიმართოს და მეორეგან უცებ დაიწყოს გაუთვალისწინებელი და რაღაცნაირი გაუგებარი გართულებები. ამიტომ სიფრთხილე ყველას მართებს, მსუბუქ პაციენტებსაც.

თავიდან, როდესაც არ აქვთ სიმპტომები, შემდეგ ფიქრობენ, რომ უკვე გადავლილია, უნდა ახსოვდეთ, რომ მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება დაიწყოს გართულება, ამიტომ სიფხიზლე, ყურადღება, ოღონდ არა პანიკური შიში ყოველთვის უნდა იყოს კოვიდდადასტურებულ პაციენტებში“, - განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.


report.ge
| Print |