ჯანდაცვა
თუ მუდმივად ვატარებთ პირბადეს, ორ-სამ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა განახევრდება –ამირან გამყრელიძე
თუ ჩვენ, 95% ვატარებთ შინ და გარეთ მუდმივად პირბადეს, გაძლევთ პირობას, რომ ორ -სამ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა განახევრდება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაწესებულ შეზღუდვებს უკვე აქვს ეფექტი იმ თვალსაზრისით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა, ტესტირების გაფართოების მიუხედავად, დასტაბილურდა.

„მოგეხსენებათ ექიმები უფრო რადიკალურები ვართ. მე ვფიქრობ, რომ უკვე ეს შემზღუდველი ღონისძიებები მოქმედებს, უკვე ეფექტს იძლევა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ჩანს შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაციაში, მიუხედავად ტესტირების ზრდისა და ასევე ქვემოთ დაიძრა დადებითობის მაჩვენებელი. ამან უნდა მოგვცეს ოდნავი ოპტიმიზმი, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც დაწესებულია. კარგია, რომ 10% -ით, 55-დან 65%-მდე გავზარდეთ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი შინ და გარეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს 95%. 95% თუ გვექნა გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ სერიოზულად შეიძლება დავასტაბილუროთ მდგომარეობა. თუ ამ მაჩვენებელს ავიყვანთ 75%-ზე ერთ კვირაში, მერე 80 და მერე 90%, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ სერიოზულად შევაკავებთ ინფექციის გავრცელებას. თუ ჩვენ 95% -ში ვატარებთ შინ და გარეთ მუდმივად პირბადეს, განახევრდება მომავალ ორ-სამ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა. მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ საზოგადოება და ჩვენ ექიმები, რომ ვატაროთ ყველგან ყველამ პირბადე, დავიცვათ ეს მარტივი რეკომენდაცია, გაძლევთ პირობას განახევრდება ორ სამ კვირაში ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში,“- განაცხადა გამყურელიძემ.

მისივე თქმით, პირბადე ხელს შეუწყობს იმას, რომ ინიფიცირებულთა რაოდენობა გახდეს ჩამოვიდეს 2000-მდე, თუმცა, იმისთვის, რომ სერიოზულად შემცირდეს, საჭიროა სხვა რეკომენდაციების დაცვაც, როგორიცაა პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, პირველადი და ჰოსპიტალური ჯანდაცვა და ტესტირება.

| Print |