ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთის კოვიდ კლინიკებში 25 თავისუფალი ადგილია
25 დეკემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის კოვიდკლინიკები 25 პაციენტის მიღებას შეძლებენ. ამ დროის მონაცემებით, კლინიკებში 133 საწოლია დაკავებული. რაც შეეხება კოვიდსასტუმროს, აქ 64 თავისუფალი ადგილია.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდპაციენტებისთვის, რეგიონის მასშტაბით, 158 საწოლფონდია მობილიზებული. მათ შორის, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ინფიცირებული პირებისთვის 17 საწოლია გამოყოფილი, კლინიკა „იმედში“ - 60, ადიგენში - 30, ბორჯომში - 36, ნინოწმინდაში კი 15 საწოლი.

ახალციხის ორ კოვიდმიმღებ სასტუმროში მსუბუქი პაციენტებისთვის სულ 95 ადგილია მობილიზებული.

25 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდკლინიკებში 1664 თავისუფალი საწოლი იყო.

| Print |