ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთის კოვიდკლინიკებში 36 თავისუფალი ადგილია
29 დეკემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის კოვიდკლინიკები 36 პაციენტის მიღებას შეძლებენ. ამ დროის მონაცემებით, კლინიკებში 122 საწოლია დაკავებული. რაც შეეხება კოვიდსასტუმროს, აქ თავისუფალი ადგილების რაოდენობა გაიზარდა. ჯამში მათ 81 მსუბუქსიმპტომებიანი პაციენტის მიღება შეუძლიათ.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდპაციენტებისთვის, რეგიონის მასშტაბით, 158 საწოლფონდია მობილიზებული. მათ შორის, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ინფიცირებული პირებისთვის 17 საწოლია გამოყოფილი, კლინიკა „იმედში“ - 60, ადიგენში - 30, ბორჯომში - 36, ნინოწმინდაში კი 15 საწოლი.

ახალციხის ორ კოვიდმიმღებ სასტუმროში მსუბუქი პაციენტებისთვის სულ 95 ადგილია მობილიზებული.

29 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა 2000-მდეა გაზრდილი.
| Print |