ჯანდაცვა
ახალციხეში სკოლის თანამშრომელი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ გარდაიცვალა
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ექთანი გარდაიცვალა. 64 წლის ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, თუმცა გამოჯანმრთელებიდან დაახლოებით, სამი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, მიზეზი თრომბია.

ნ.გ. დაახლოებით, ერთი წელი პირველ საჯარო სკოლაში მუშაობდა.

"დისტანციურ სწავლებაზე რომ გადავედით, ცოტა ხნის შემდეგ დაუდასტურდა კოვიდი. თბილისში იმკურნალა, კლინიკიდან გამოწერეს, ანალიზები კარგი ჰქონდა, მაგრამ ბრონქები დარჩა გამოსაჯანმრთელებელი და თრომბი განუვითარდა, თურმე კოვიდი ტოვებს ასეთ პრობლემებს", - ამბობს სკოლის დირექტორი.

ნ.გ. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში გადაასვენეს. მას ხვალ, 13 იანვარს დაკრძალავენ.
| Print |