ჯანდაცვა
ღია ცის ქვეშ კორონავირუსზე უფასო გამოკვლევა გრძელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე უფასო ტესტირება გრძელდება. დღეს,12 იანვარს მსურველებს გამოკვლევის ჩატარება სოფელ ანსა და ურაველში შეეძლოთ.

COVID 19-ზე ტესტირება ღია ცის ქვეშ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

რაც დავიწყეთ ქუჩაში ტესტების გაკეთება, აქედან მხოლოდ სამი შემთხვევა გამოვლინდა დადებითი“- ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

კორონავირუსზე უფასო ტესტირებით სარგებლობა მოქალაქეებს იმ შემთხვევაშიც შეუძლიათ თუ საეჭვო სიმპტომები არ ახასიათებთ.

ტესტირება 8 იანვარს ახალციხიდან დაიწყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ტესტს აკეთებენ. მოქალაქეებს ღია ცის ქვეშ, კორონავირუსზე გამოკვლევის ჩატარება 10:00-დან 18:00 საათამდე შეუძლიათ.

უფასო ტესტირება ხვალ, 13 იანვარს სოფელ აგარასა და აწყურში ჩატარდება.
| Print |