ჯანდაცვა
15 იანვარს, კორონავირუსზე უფასო ტესტირება ვალესა და საძელში ჩატარდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთაში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა. სოფელში 112 ტესტი გაკეთდა. გამოკვლეულ მოსახლეობას შორის კოვიდინფიცირების ფაქტი არ გამოვლენილა. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ჭვინთის, ასევე ელიაწმინდის მაცხოვრებლებმაც.
მუნიციპალიტეტში უფასო ტესტირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობით ხორციელდება. ეპიდემიოლოგის შეფასებით, ტესტის გასაკეთებლად დღეს მაღალი მომართვიანობა დაფიქსირდა.
საზოგადოების უფასო ტესტირება 8 იანვარს ახალციხიდან დაიწყო. მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევის ჩატარება ყოველ დღე სხვადასხვა ლოკაციაზე შეუძლიათ.
უფასო ტესტირება 15 იანვარს ვალესა და საძელში ჩატარდება.

| Print |