ჯანდაცვა
ნინოწმინდაში დაშავებული ქალი თბილისში გადაყვანისას გარდაიცვალა
ნინოწმინდა- ოროჯალარის გზაზე, მატალებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ ქალი თბილისში გადაჰყავდათ. დაშავებული კლინიკაში მიყვანამდე, მგზავრობისას დაიღუპა.

„კაცი თავიდანვე ღუდუშაურის კლინიკაში გავაგზავნეთ, მისი მდგომარეობა მძიმეა, ქალი კი გზაში გარდაიცვალა“, - განუცხადა "მეცხრე არხს" ალექსანდრე თოროიანმა.

ქალს სასწრაფო ოპერაცია ახალქალაქის საავადმყოფოში ჩაუტარდა, მას თირკმლის დაზიანება და ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა. 

დაშავებული მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში 19 იანვარს შეიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

''მამაკაცს გუშინვე ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა. პაციენტი იყო მრავლობითი დაზიანებით, ჰქონდა მოტეხილობები, ლავიწის ძვლის, ნეკნების, თავის ტრამვა. ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ამჟამად იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.'' - განმარტავენ ღუდუშაურის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 19 იანვარს მოხდა. ნინოწინდა-ოროჯოლარის გზაზე მატარებელი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, რომელშიც 40 წლამდე ცოლ-ქმარი იჯდა.
| Print |