ჯანდაცვა
მილიარდნახევარი ლარი საყოველთაო ჯანდაცვისთვის - რამდენმა ისარგებლა სამცხე-ჯავახეთში (ინფოგრაფიკა)
2013 წლიდან საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ინიციატივა ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე, საშუალო და დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, სამედიცინო მომსახურების გადასახადის ნაწილის დაფარვას ითვალისწინებს.

პროგრამით სარგებლობენ პირები, რომელთაც მინიჭებული აქვთ 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, ასევე პირები 6-დან 17 წლის ჩათვლით. მოქალაქეები, რომლებსაც ყოველთვიურად 1 000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ. პირები, რომლებსაც წლიურად 40 000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის მოანცემები სრულად ჯერ არ გამოუქვეყნებია. 2019 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პროგრამით 1 267 465 პირმა ისარგებლა და მათზე მილიარდ ნახევარზე მეტი (1 622 683 016 ლარი) დაიხარჯა.

გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, მშობიარობა, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია, ქირურგიული და კარდიოქირურგიული მომსახურება, ინფექციური დაავადებების მართვა - ამ კომპონენტების მართვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |