ჯანდაცვა
გილოცავთ, ჩვენთანაც რეალობად იქცევა უახლოეს რამდენიმე კვირაში - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც COVAX პლატფორმამ კომპანია Pfizer/BioNTech-თან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 40 მილიონამდე დოზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

"COVAX - მა დღეს ხელი მოაწერა ფაიზერთან 40 მილიონი ვაქცინის დოზის მოწოდებაზე. აგრეთე ასტრაზენეკას 150 მილიონი დიზის მოწოდებაზე უახლოეს პერიოდში. გილოცავთ, ვაქცინაცია ჩვენთან რეალობად იქცევა უახლოეს რამდენიმე კვირაში!!!"- წერს კულუმბეგოვი.

ჯანმო აცხადებს, რომ COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით ვაქცინების მიწოდება, სავარაუდოდ, თებერვალში დაიწყება.
| Print |