ჯანდაცვა
ქვეყანაში ბუნებრივი იმუნიტეტი ყალიბდება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამალი კორონავირუსთან მიმართებაშინ ამ ზაფხულს გამოჩნდება. ამის შესახებ მან "პირველი არხის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ბუნებრივი იმუნიტეტის შექმნისთვის საჭიროა 50-დან 70 პროცენტამდე მოსახლეობა იქნას აცრილი.

"მოზრდილი მოსახლეობა ჩვენთან არის 2.8 მილიონი. ანუ სადღაც 1 650 000 ადამიანი ჩვენ უნდა ავცრათ, რომ 60%-მდე მოცვა იყოს.

გარდა ამისა, გარკვეულ ჯგუფს, 15%-მდე მოსახლეობას გადატანილი აქვს და ეს ბუნებრივი იმუნიტეტი ყალიბდება ქვეყანაში.

ჩვენ დაახლოებით გვჭირდება და ამ გეგმაში არის 3.9 მილიონი ვაქცინა. იმიტომ, რომ ის ვაქცინები, რომელიც დღეს ბაზარზეა ორჯერადი ინექციებით ხორციელდება",
- განაცხადა ამირან გამყრელიემ.

იმუნიტეტი ეს არის ადამიანის შინაგანი სისტემა, რომლიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და ადამიანის ორგანიზმის ძირითად თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს. უფრო ზუსტად, ეს არის სხეულის დამცავი უნარი, რომელსაც ევალება გარეგანი პათოლოგიებისა და შინაგანი დაზიანებული უჯრედების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ბრძოლის ეფექტურობა კი სწორედ იმუნიტეტის სიძლიერეზეა დამოკიდებული.

report.ge
| Print |