ჯანდაცვა
2020 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 134 ექიმს დაეკისრა
2020 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროფესიული პასუხისმგებლობა 134 ექიმს დაეკისრა, მათ შორის, 110 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 24 ექიმს შეუჩერდა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 2020 წელს პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სულ 140 ექიმთან დაკავშირებული საკითხი განიხილა და მათგან მხოლოდ 6 მედიკოსს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა.

2020 წელს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებთ, 207 საკითხის შესწავლა დაიწყო.

2020 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, განხილულ იქნა პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული 73 საკითხი (სულ 140 ექიმი). აქედან, 6 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა; 134 ექიმს - დაეკისრა; მათ შორის, 110 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა - 24 ექიმს (1 თვით - 7 ექიმს, 2 თვით - 12 ექიმს, 3 თვით - 1 ექიმს, 4 თვით - 1 ექიმს, 6 თვით - 3 ექიმს)“, -
აღნიშნულია სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციაში.

interpressnews.ge
| Print |