ჯანდაცვა
რეგიონის კოვიდკლინიკებში 83 თავისუფალი ადგილია
25 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის კოვიდკლინიკები 83 პაციენტის მიღებას შეძლებენ. ამ დროის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში 75 საწოლია დაკავებული.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლინიკებში კოვიდპაციენტებისთვის, რეგიონის მასშტაბით, 158 საწოლია მობილიზებული. მათ შორის, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ინფიცირებული პირებისთვის 17, კლინიკა „იმედში“ - 60, ადიგენში - 30, ბორჯომში - 36, ნინოწმინდაში კი 15 საწოლი.

25 იანვრის მონაცემებით, კოვიდ სასტუმროში არც ერთი პაციენტი იმყოფება.
| Print |