ჯანდაცვა
ნინოწმინდა-წალკის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული თბილისში გადაიყვანეს
ნინოწმინდა-წალკის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული, ახალქალაქის საავადმყოფოდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, 30 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„30 წლამდე პაციენტი იყო სტაციონარში მოთავსებული. ბარძაყის ძვალი აქვს მოტეხილი. გადავიყვანეთ თბილისის კლინიკაში. სჭირდება ტრავმატოლოგიური ჩარევა. სტაბილურად მძიმე პაციენტია. ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. სხივის ძვლის მოტეხილობა აქვს. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მან კლინიკა დატოვა და სახლში გაეწერა“, - განუმარტა "მეცხრე არხს" ახალქალაქის კლინიკის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თოროიანმა.

რაც შეეხება მესამე დაშავებულს, რომელიც ნინოწმინდის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, უკვე გაწერილია.

შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს ნინოწმინდა-წალკის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. სამივე დაშავებული წალკის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.


მასალაში გამოყენებული რადიო "ნორის" ფოტო.
| Print |