ჯანდაცვა
მედიკამენტები ერთ ლარად - რამდენმა ისარგებლა სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო პროგრამით (ინფოგრაფიკა)

 

2017 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოში "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" პროგრამა მოქმედებს. ის ეხება შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებს. პირი, რომელიც მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მედიკამენტების შეძენისას, იხდის არაუმეტეს 1 ლარისა.

პროგრამით სარგებლობა შეუძლია პირს, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000;

ასაკით პენსიონერს;

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს; 

პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეებს;

რამდენმა ისარგებლა პროგრამის ამოქმედებიდან 2020 წლის ექვსი თვის ჩათვლით - მონაცემები სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

მოსარგებლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოში, მედიკამენტის მისაღებად, პირი მიმართავს აფთიაქს, სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, მიიღებს კუთვნილ მედიკამენტებს. მომხმარებელს შეუძლია ერთ ჯერზე შეიძინოს მხოლოდ სამი თვის სამყოფი მედიკამენტი.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |