ჯანდაცვა
ხალხში იგრძნობა ილუზია, რომ ჩვენ ვამარცხებთ კორონავირუსს - ამირან გამყრელიძე
დღეს, 3 თებერვალს საკოორდინაციოო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პირბადის ტარების აუცილებლობაზე. მისი თქმით, ჯერ არ უნდა შევიქმნათ ილუზია, თითქოს ვირუსი დავამარცხეთ.

„როცა ქვეყანა წავიდა შემსუბუქებისკენ ხალხში კიდევ უფრო იგრძნობა ილუზია, რომ ჩვენ ვამარცხებთ კორონავირუსს, დაახლოებით ისეთი, როგორც ზაფხულში გვქონდა და შეეშვნენ პირბადის ტარებას. როცა შიშის ელემენტი იყო, დეკემბერ–იანვრის მაჩვენებლით, ქვეყანამ პირბადის ტარების 72%–იან მაჩვენებელს მიაღწია. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას და უმოჩილესად ვთხოვ, რომ აუცილებელია პირბადის ტარება, რადგან ესაა მთავარი დამცავი პრევენციული საშუალება ინფექციის შემდგომი გავრცელების. ჩვენ პირბადე კარგა ხანს დაგვჭირდება, ეს გაზაფხული და შემდეგ კიდევ ვიმსჯელებთ რა იქნება“, – განაცხადა ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა ვაქცინაციის პროცესის დაწყებაზეც და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აცრასთან ერთად პრევენციის მიზნით, მძლავ იარაღად რჩება პირბადის ტარება.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს, ვაქცინა საქართველოს სამი დიდი ქალაქის საავადმყოფოებში გადანაწილდება, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. პირველ ეტაპზე საუბარია 29 250 დოზაზე.
| Print |